დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ერთ-ერთ სახლში სალოცავად არის შეკრებილი, ხმაურია

დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ერთ-ერთ სახლში სალოცავად არის შეკრებილი, ხმაურია. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ „აღნიშნული სახლი მეჩეთად არ უნდა იქცეს“.

ადგილზე სიტუაციის განსამუხტად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

„ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია.

ხელისუფლებამ პრაქტიკულად ორივე მხარე მოატყუა. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს“, - წერს ნაკაიძე.

ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია