#WinningFormula: Aimbridge Hospitality-ს როლი თბილისის პირველ ბრენდულ რეზიდენციებში

­Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ბრენდული რეზიდენციების წარმატებული საინვესტიციო მოდელისა და მაღალი უკუგების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა, საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია Aimbridge Hospitality-ია, რომელიც ინვესტორისთვის - აპარტამენტის მართვას, გაქირავებას, დატვირთულობის მაჩვენებლის მონიტორინგს, ოპერირების დეტალიზაციასა და სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველყოფს.

საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების, წამყვან ბრენდებთან პარტნიორობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და უმსხვილესი სტუმარმასპინძლობის პორტფელით, Aimbridge Hospitality ყველაზე დიდი, დამოუკიდებელი მენეჯმენტ კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ალიანს ჰაილაინში თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების მართვას განახორციელებს.

ჩვენი როლი ამ კოლაბორაციაში არის პერსონალის მომზადება, მტკიცედ უმაღლესი ხარისხის გამოცდილების მიწოდება Wyndham Grand Residence Tbilisi-ის სტუმრებისთვისა და ვიზიტორებისთვის, და სტუმარმასპინძლობის კულტურის განვითარება ამ ბაზარზე, რათა უკეთესად გავუმკლავდეთ მზარდ, მსოფლიო მოთხოვნას.” - არმინ ებერჰარდი, Aimbridge Hospitality EMEA- ვიცე-პრეზიდენტი

Aimbridge Hospitality, როგორც ალიანს ჰაილაინსა და თბილისის პირველი ბრენდული რეზიდენციების მენეჯმენტ კომპანია

https://www.facebook.com/61555324567824/videos/2765666610255012

Wyndham Grand Residence Tbilisi პირველი საინვესტიციო ბრენდული რეზიდენციაა თბილისში, რომელიც ლენდმარკ-მულტიფუნქციურ პროექტ ალაინს ჰაილაინის C თაუერში განთავსდება და სადაც წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები - ალიანს ჯგუფი, Wyndham Hotels & Resorts და Aimbridge Hospitality გაერთიანდებიან.

Aimbridge Hospitality- პირველი პარტნიორი საქართველოში და ქვეყნის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე სწორედ ალიანს ჯგუფია.

ჩვენ ვამჩნევთ დიდ ძალისხმევას ისეთი დეველოპერებისგან, როგორიც ალიანს ჯგუფია, რომელიც პოპულარიზებას უწევს საქართველოს, როგორც მიმზიდველ მდებარეობას ახალი ბაზრებისთვისა და ახალი მომხმარებლისთვის ყველა კონტინენტზე, რაც, გამოიწვევს ბიზნესის სექტორის მომგებიანობის ზრდას მომავალ წლებში.” - არმინ ებერჰარდი, Aimbridge Hospitality EMEA- ვიცე პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ბრენდული რეზიდენციების მნიშვნელოვანი მახასიათებელი ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო მოდელია, რითაც Wyndham Grand Residence Tbilisi-ს მესაკუთრე, პრივილეგირებულია რამდენიმე საკვანძო მიმართულებით:

მისი შემოსავალი პროექტის საერთო მოგების, როგორც ჯამური სანომრე ფონდიდან, ისე კომპლექსის სრული ინფრასტრუქტურიდან გენერირდება და შემდგომ პროპორციულად ნაწილდება.

ამით, Wyndham Grand Residence Tbilisi-ს ინვესტორი უმსხვილესი ამერიკული სასტუმრო ბრენდის Wyndham Hotels & Resorts-ისა და Aimbridge Hospitality-ს ბიზნეს პარტნიორი, ხოლო ალიანს ჰაილაინის სრულფასოვანი თანაინვესტორი ხდება.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ ახალი და მასშტაბური პროექტების მიმოხილვა, რომელსაც ალიანსი საფუძველს უყრიდა - მალე წარსადგენი, თუ დეველოპმენტის ფაზაში მყოფი, Wyndham Grand Residences Tbilisi- მსგავსად, დავინახეთ, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ჩვენს პარტნიორთან ერთად, ამ ბაზარზე გაფართოებისა და მთელ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენის, - არმინ ებერჰარდი, Aimbridge Hospitality EMEA- ვიცე პრეზიდენტი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში