გია ვოლსკი - ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელი, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს

ადიგენში დაპირისპირება ხელოვნურია - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზეც, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ადიგენში მომხდარზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, საქართველოს მტერია.

"ადიგენის რაიონში, კონკრეტულ სოფლებში ქრისტიანები, მუსლიმები შეხმატკბილებულად ცხოვრობენ, ოჯახებით მეგობრობენ. ეს არ მოსწონს ვიღაცებს, მათ შორს, ნაკაიძე შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც მექანიზმი და გარკვეულ სოფელში კონკრეტულ სახლში თხოულობენ სამლოცველოს გახსნას, რომლის აუცილებლობაც არ არსებობს. 9-10 თუ 11 მუსლიმური სამლოცველოა სიახლოვეში, ყველა სოფელში და იქ, იმ კონკრეტულ სოფელში არც ერთი მუსლიმი არ ცხოვრობს. აქედან გამომდინარე, ხელოვნურია დაპირისპირება. ესენი არიან ადამიანები, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" მყავს მხედველობაში, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები და მკვლელობაზეც კი ვიღაცის ხელით, ისეთი დაპირისპირების პროვოცირებაზე, სადაც შეიძლება ადამიანი დაშავდეს და სისხლი დაიღვაროს. ამაზე არიან წამსვლელები და ვინც დღეს მუსლიმსა და ქრისტიანს შორის ამ დაპირისპირების ინიცირებას აკეთებს, ის არის საქართველოს მტერი," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დაბა ადიგენში, სადაც მუსლიმი თემი ლოცვას აღავლენს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილია შეკრებილი და აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილზე სიტუაციის განსამუხტად მობილიზებული არიან სამართალდამცავები. როგორც პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, პოლიციას გზები გადაკეტილი აქვს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს