ვოლოდიმირ ზელენსკი - Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს  აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ.

„ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ - და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა - თითოეულისთვის და ყველასთვის, ვინც პასუხისმგებელია საერთაშორისო კომუნიკაციაზე, ვინც ყოველდღიურად უნდა იყოს დიალოგში პარტნიორებთან. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გვაქვს უკრაინაში, არ არის საკმარისი - და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, სუმის და ბევრ ჩვენს სხვა უკრაინულ თემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც უკრაინის დახმარება შეუძლია.

„მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ნება გვჭირდება, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „Patriot-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, ნატო-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის