ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული

ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბი“ „საქპატენტში“ 2014 წლის 12 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

ინფორმაციას ადგილწარმოშობის დასახელება „მიტარბის“ შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.

ქართული მინერალური წყალი „მიტარბი“ მოიპოვება ბუნებრივად, წყაროზე და ჭაბურღილის მეშვეობით. ეს არის ნახშირმჟავა-მინერალური წყლის საბადო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდ. მიტარბულას ხეობაში, ზღვის დონიდან 1322,2 მეტრზე. წყლის საბადო განლაგებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის წყალნარევიანი ოლქის ფარგლებში, მას ერევა ნაპრალურ-კარსტული წყლები თრიალეთის ქედიდან და, საერთო ჯამში, ვიღებთ საბადოთა მეორე ჯგუფს, რომლისთვისაც დამახასიათებელია რთული ჰიდროგეოლოგიური პირობები.

ქიმიური ანალიზების მონაცემებით, №18 ჭაბურღილის მინერალური წყალი ხასიათდება როგორც ნახშირორჟანგიანი, კაჟმჟავიანი, რკინიანი, ჰიდროკარბონატული, ნატრიუმ-კალციუმიანი წყალი. მისი საერთო მინერალიზაცია მერყეობს 2,0-დან 2,5 გ/ლ-ს ფარგლებში.

წყლის ტემპერატურა დაახლოებით 21 გრადუსია. სტრუქტურით გამჭვირვალეა, უფერო, უსუნო, არ ახასიათებს მექანიკური და სხვა მინარევები, არის ბაქტერიოლოგიურად სუფთა.

მინერალური წყალი „მიტარბი“ არის სამკურნალო, სუფრის წყალი. მისი სამკურნალო თვისებები განისაზღვრა წყლის შემცველობის კვლევის შედეგად. „მიტარბის“ მიღება მიზანშეწონილია საჭმლის მომნელებელი სისტემისა და საშარდე გზების დაავადებების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროს.

დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/#

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს