უამრავი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა იწყებს ფიქრს მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებაზე - ეს ავტომობილის შეძენაა. ამ დროს თავში ათასნაირი აზრი გიტრიალებს და ჩნდება უამრავი კითხვა თუ რა და როგორ ჯობია.
იქნებ სჯობს ცოტა მოიცადო და ფული მოაგროვო? და რამდენი წელი დაგჭირდება იმ თანხის მოსაგროვებლად, რომ შენი ოცნების მანქანა იყიდო? ან იქნებ სესხის აღება ჯობია?
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში ავტო სესხებზე საკმაოდ მოქნილი პირობები გელოდება. კომპანია საშუალებას გაძლევს სესხი მოარგო შენს ფინანსურ შესაძლებლობებს და აირჩიო სასურველი თვეების რაოდენობა. ეს გეხმარება, გააზრებულად გადახედო შენს შემოსავლებს და განსაზღვრო, ზუსტად, რა თანხა გჭირდება შენი ოცნების მანქანის ყიდვისთვის.
თუ მანქანის ყიდვა გადაწყვიტე და შენც ამ ფიქრებში ხარ, განაგრძე სტატიის კითხვა, ერთად ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი.
აზრს ფინანსურ ექსპერტებს ან ოჯახის წევრებს თუ ჰკითხავ, ალბათ, ბევრი მათგანი გირჩევს, რომ ფულის დაზოგვა და ვალდებულებებისგან თავისუფალი ცხოვრება ჯობია. მოგიყვებიან, რომ საქმე მანქანის ყიდვით არ მთავრდება, რომ მანქანის ყოლას თავის მხრივ, დამატებითი ხარჯები ახლავს და მუდმივად მზად უნდა იყო გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის.
სესხის გარეშე ცხოვრებას, ნამდვილად, ვერაფერი შეედრება, ამაზე არავინ კამათობს, თუმცა, ახლა განვიხილოთ, რატომ შეიძლება კრედიტის აღება იყოს უფრო გონივრული ფინანსური გადაწყვეტილება:
როდის უნდა იფიქრო ავტო სესხზე:
ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და წინასწარ არასდროს იცი, შენ მიერ დაგეგმილი თანხის შეგროვების ვადები რამდენად რეალური აღმოჩნდება. გინდა მანქანის გარეშე კიდევ რამდენიმე წლის ან მთელი ცხოვრების გატარება?
(R)