გამონახეთ ერთი წუთი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ 1948 წლის 7 აპრილს დაარსდა. იუბილეს აღნიშვნის ტრადიცია ორგანიზაციის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ დამკვიდრდა და ყოველწლიურად ამ კონკრეტულ დღეს, ჯანდაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობას ემსახურება.

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის უფლებას საფრთხე სულ უფრო მეტად ექმნება. სხვადასხვა გახშირებული დაავადებები, კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი კატასტროფები და ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ნაკლები ხელმისაწვდომობა ხშირად ფატალური შედეგების მიზეზი ხდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 140 ქვეყანა ჯანმრთელობას ადამიანის კონსტიტუციურ უფლებად აღიარებს. ამავე დროს, არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანის ეს ფუნდამენტური უფლება კონსტიტუციურად გამყარებული არ არის და ჯანმრთელობისათვის საჭირო სერვისებზე მოსახლეობას წვდომა ამ დრომდე შეზღუდული აქვს. კონკრეტულად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მინიმუმ 4,5 მილიარდი ადამიანი - მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - არსებითი ჯანდაცვის სერვისებით 2021 წელს სრულად არ იყო დაფარული.

სწორედ ამ ტიპის გამოწვევების გადასაჭრელად, 2024 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემად და მთავარ სლოგანად „ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება“ განისაზღვრა. აღნიშნულით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მაქსიმალურად ხაზს უსვამს თითოეული ადამიანის უფლებას ჰქონდეს წვდომა ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე, განათლებაზე, ინფორმაციაზე, უსაფრთხო და ხარისხიან მედიკამენტებზე და სხვა.

საქართველოში ჯანმრთელობა ქვეყნის მთავარ დოკუმენტშია გაწერილი - კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ქვეყანა უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნებას, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების გასაუმჯობესებლად ბენეფიციარის საჭიროებებზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისების განვითარებას, მოსახლეობასთან ურთიერთობის გააქტიურებით სამედიცინო მომსახურების ხარისხის სრულყოფას.

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების სრულფასოვნად განხორციელებისთვის ფარმაცევტული სექტორის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. კომპანია „GM PHARMA“-ს მთავარ მისიას ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. შესაბამისად, „GM PHARMA“ ჩართულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სხვადასხვა სახელმწიფო თუ რეფერალურ პროგრამაში, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, გლაუკომა და სხვ.) სამკურნალო ძირითადი მედიკამენტები შეიძინონ სიმბოლურ ფასად. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარები ყოველწლიურად 500-600 ათას კოლოფ „GM PHARMA“-ს მედიკამენტს მოიხმარენ.

საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ზრუნავს რა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ყოველთვის უერთდება საერთაშორისო ღონისძიებების აღნიშვნას და ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მათ შორის: უფასო კონსულტაციებს, სააქციო, ფასდაკლებით შეთავაზებებს და სხვა. კომპანია ადამიანების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის სადარაჯოზე უკვე 24 წელია დგას და საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნების ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქტით უწყვეტად მომარაგებას უზრუნველყოფს. ყოველწლიურად 12 მილიონამდე ადამიანი მკურნალობს GM PHARMA-ს პროდუქციით საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან GM PHARMA-ს აღიარებაზე მეტყველებს.

კომპანიის სამომავლო გეგმებშია ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში (ამპულების, ლიოფილიზატების, ორალური ხსნარების საწარმოო სიმძლავრეების დამატება), მედიკამენტების ინოვაციური გამოშვების ფორმებისა და თანამედროვე მედიცინისთვის აქტუალური პროდუქტების შექმნა, ასევე უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ისეთი პრეპარატების წარმოებასა და მოძიებაზე, რომლებსაც ანალოგები საქართველოში და GM PHARMA-ს საექსპორტო ბაზრებზე არ მოეპოვება.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება! მიიღეთ საჭირო ინფორმაცია, დაიცავით თქვენი უფლება- გამონახეთ ერთი წუთი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ