„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტს გრანტის მიმღები ორგანიზაციებისთვის დამატებითი ანგარიშგების მექანიზმებს სთავაზობს.

მათ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში.

წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

პროექტით, ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების ცვლილებებით განსაზღვრულ ორგანოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური წარმოადგენს, რომელიც დღეის მდგომარეობით, ისედაც არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშგებებს იღებს.

წარდგენილი ანგარიშგებები - გამოქვეყნდება საჯაროდ.

“ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მითუმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას.

მიდგომა არის საერთო, ყველა გრანტის მიმღები იურიდიული პირისთვის. შეიძლება გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვ. პირები მთავრობის დადგენილებით“, - განმარტავს პოლიტიკური ჯგუფი“ საქართველოსთვის.

უმრავლესობის პროექტის ალტერნატივად ასევე ინიცირებულია "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გავა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს