თეონა აქუბარდია „ოცნებას“ - მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ - ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ

მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ - ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით, რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ინიცირდება.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა გატეხა კანონის ხელმეორედ შემოტრიალებით.

„შარშან, როდესაც ამ კანონს ვიხილავდით, რაც მახსოვს, ვითხოვდი, რომ არა მხოლოდ თავდაცვის, საგარეო და იურიდიულ კომიტეტზე განხილულიყო, არამედ ევროინტეგრაციის კომიტეტზეც. თქვენ თვით, რომ ამ კანონს არასდროს აღარ დააბრუნებდით, თქვენი სიტყვა იყო, ეს ჩემი ხომ არა? მათ შორის იმ კაცის, რომელმაც მეორედ შემოატრიალა ეს ყველაფერი. სიტყვის ფასიც ძალიან კარგად გამოჩნდა, გარდა, ევროპული მომავლის დასამარებისა, მაგრამ ამ მოცემულობაში, სიტყვა გატეხეთ საკუთარ ხალხთან, სიტყვა გატეხეთ ბრიუსელში პრემიერ კობახიძის ვიზიტზე, როდესაც 9 რეკომენდაციაზე და ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე უნდა გვემსჯელა და არა უკან სვლაზე. ამ კუთხითაც სიტყვა გატეხეთ. შარშან არ შეგეშინდათ, რომ სხვა კომიტეტებზეც გაგეტანათ და განხილულიყო, წელს რა ხდება? იქნებ ეს გვითხრათ, თან ამბობთ, რომ ყველა ვარიანტში გაიტანთ. კარგი, სცადეთ.

მოვითხოვ, რომ ეს კანონპროექტი განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებას ადგენს. მოვითხოვ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, ისევე როგორც საგარეო კომიტეტს, დაეწეროს ეს კანონი.

თქვენ ამბობთ, რომ მთავარი საფრთხე მოდის დასავლეთისგან და არა რუსეთისგან. მაგრამ ვიცით, რომ რუსეთისგან არის. საფრანგეთში რომ იხილება კანონი, იქ საუბარია ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის საფრთხეზე, მათ შორის რუსული გავლენების.

კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნატო და ევროკავშირი კიდევ ერთხელ გეუბნებათ, რომ ამ კანონის მიღებით ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი დამთავრებულია. მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ. ალტერნატიული კანონის მიზანი, ისევე როგორც ევროპაში და ამერიკაში არის ის, რომ ეროვნული უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ მოცემულობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ საფრთხეს სუსი-ს ანგარიშებით, მთავრობის დოკუმენტებით არის რუსეთი, გთხოვთ, ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა