ჩაერთე „საქართველოს ბანკისა“ და Mastercard-ის გათამაშებაში და მოიგე საგზური ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

„საქართველოს ბანკი“ Mastercard-თან თანამშრომლობით, მომხმარებლებს მორიგ წამახალისებელ აქციას სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები, Mastercard-ის ნებისმიერი ბარათის გადახდისას გათამაშების ბილეთს მიიღებენ და მასში ჩაერთვებიან. გამარჯვებულები კი UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისა და ფინალის საგზურს მიიღებენ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გათამაშება უკვე დაიწყო და 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მათივე ცნობით, მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მომხმარებელი „საქართველოს ბანკის“ Mastercard-ის ციფრულ ან პლასტიკურ ბარათს ფლობდეს. ამ ბარათით დახარჯულ ყოველ 5 ლარზე ის გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს.

„აღსანიშნავია, რომ SOLO Mastercard World Elite ბარათის მფლობელები და ის მომხმარებლები, რომლებიც „საქართველოს ბანკის“ საგულშემატკივრო ბარათით გადაიხდიან, 2-ჯერ მეტ ბილეთს მიიღებენ. თუ კი ჯერ არ გაქვს საგულშემატკივრო ბარათი, შეგიძლია აიღო აქ.

გათამაშების გამარჯვებულები ყოველკვირეულად, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდებიან. პირველი და მეორე კვირის გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურებით დასაჩუქრდებიან, ხოლო მესამე და მეოთხე კვირის გამარჯვებულები ფინალის საგზურებს მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, გამოვლენილი გამარჯვებულების ნახვას მომხმარებლები ბანკის ვებგვერდზე შეძლებენ, ხოლო დაგროვებული ბილეთების რაოდენობის ნახვა მობილბანკში არის შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკი“, როგორც მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს საინტერესო და წამახალისებელი აქციები შევთავაზოთ. მაისი - ივნისი ფეხბურთის ქომაგებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან ჩემპიონთა ლიგა კულმინაციას უახლოვდება და სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ Mastercard-თან ერთად გადავწყვიტეთ, მომხმარებლებს წამახალისებელი გათამაშება შევთავაზოთ, რის ფარგლებშიც, გამარჯვებულები ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალისა და ფინალურ მატჩებს დაესწრებიან. ნახევარფინალის შეხვედრები 30 აპრილს, 1-ელ, 7 და 8 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი პირველ ივნისს გაიმართება და მას ლონდონის უემბლის სტადიონი უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ 90 ათას გულშემატკივარზე გათვლილ ამ ცნობილ არენაზე ლიგის ფინალი უკვე მერვედ ტარდება და ეს რეკორდული მაჩვენებელია. „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს კი უნიკალური შანსი აქვთ, ჩაერთონ გათამაშებაში და მოხვდნენ სპორტის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე“, - განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია