ირაკლი ზარქუა - თუ საფრანგეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის შესაძლებელია, რომ სუვერენული და საზოგადოების ინტერესები დაიცვან უცხოური გავლენებისგან, საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, შეგიძლიათ ამიხსნათ?! - მოგვიწევს ეს კანონი მივიღოთ

თუ საფრანგეთისთვის და დანარჩენი ქვეყნებისთვის შესაძლებელია, რომ თავისი სუვერენული და საზოგადოების ინტერესები დაიცვან უცხოური გავლენებისგან, საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, შეგიძლიათ ამიხსნათ?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ზარქუას განმარტებით, ისინი ვალდებული არიან, რომ ქართველი ხალხის ინტერესების და სახელმწიფოს დასაცავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღონ.

„თქვენ ნახეთ, რომ პრეზიდენტი როცა შეხვდა ელჩებს, მათ შორის წარმოდგენილი იყო საფრანგეთის ელჩი. [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“] სულ „რუსული კანონი” ეძახეს. ამ შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩი იყო წარმოდგენილი, რომლის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა ჩვენზე უფრო მკაცრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ევროკომისიას გადასცა და დღე-დღეზე ელოდებიან, რომ ეროვნულ დონეზე დაამტკიცოს. თუ საფრანგეთისთვის და დანარჩენი ქვეყნებისთვის შესაძლებელია, რომ თავისი სუვერენული და საზოგადოების ინტერესები დაიცვან უცხოური გავლენებისგან, საქართველოს რატომ არ აქვს უფლება შეგიძლიათ ამიხსნათ? და თუ ამაზე ხმას ვიღებთ, რატომ არის ეს რუსული? რატომ არის ღიაობა და მიზნობრიობა, რომ დადგინდეს, მაგალითად, 70 მილიონი რაში დაიხარჯა? გეკითხებით და პასუხი არ გაქვთ. ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ ხვალაც და ზეგაც, გეუბნებით, რომ არ გზღუდავთ, დახარჯეთ და დეკლარირება გააკეთეთ, რაში დახარჯეთ, რთულია? - არ შეესაბამება ქართულ ინტერესებს? იმიტომ რომ პოლარიზაციას აფინანსებთ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ რომ აფინანსებთ, არ გინდათ რომ ეს ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს? - გაჭირდება. ჩვენ მოგვიწევს, ვალდებული ვართ, ქართველი ხალხის ინტერესების და სახელმწიფოს დასაცავად ეს კანონი მივიღოთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო”, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს