შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცლებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს -რობინ დანიგანს უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ინფრაწითელი სპექტრომეტრი გადასცა.

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

გიორგი ბუთხუზმა, აშშ-ის ელჩს და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადმოცემული დანადგარი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობებს.

რობინ დანიგანმა, ღონისძიების ფარგლებში გადმოცემული დანადგარი, მუშაობის პროცესში იხილა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. გადმოცემული ინფრაწითელი სპექტრომეტრი უზრუნველყოფს სხვადასხვა ასაფეთქებელი, ნარკოტიკული თუ ბოჭკოვანი ნივთიერებების შრეების კვლევას, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის სწრაფ და ეფექტიან გამოძიებას.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია