ეკა სეფაშვილი - როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს, როცა გამჭვირვალობა წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულებაა

როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს, როცა გამჭვირვალობა წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულებაა - შინაარსში შემოსვლა არავის უნდა, რადგან შინაარსთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ მოიძიეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი დონორი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და რა მიმართულებით იხარჯება ეს თანხა.

„უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციების ფული, იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც მედია ორგანიზაციები, საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, პარალელური ხელისუფლებაა. რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომელი დონორი აფინანსებს და რა მიმართულებით იხარჯება ეს თანხა.

ისტერია, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათი [არასამთავრობო ორგანიზაციების] დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს, ვფიქრობ, ეს მათ დონორებსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.

თუ დავუშვებთ, რომ დონორები არიან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ ქვეყანაში გამჭვირვალობა მაღალ დონეზეა, ისინიც იღებენ შესაბამის კანონპროექტს და უხერხულია მათთვის იმის თქმა, თქვენს ქვეყანაში არის გამჭვირვალობა და ჩვენს ქვეყანაში, მოდი, არ იყოს.

კანონპროექტის განხილვა თითქმის დაწყებულია, თუმცა შინაარსში შემოსვლა არავის უნდა, რადგან შინაარსთან დაკავშირებით არგუმენტი ვერ მოიძიეს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ეს არის ქართულად განთავსებული „ქარდების“ დაბლოკვა, რადგან ინგლისურად, შინაარსი „ფეისბუქის“ სათაო ოფისისთვის გასაგები იყო და არ დაბლოკეს. მათი მოწოდებები არის მხოლოდ ის, რომ არ შევიდნენ შინაარსობრივ განხილვაში და რომ „ეს კანონი არის ცალსახად რუსული”. თუმცა როგორ შეიძლება გამჭვირვალობა რუსული იყოს, როცა ის არის წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულება”,- განაცხადა სეფაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს