საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი „ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და შედეგებს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.

საკონსტიტუციო პროექტი უმრავლესობის 83 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული. მათი ხელმოწერების ნამდვილობის საკითხზე კომიტეტი 10 აპრილს შეიკრიბება.

ამის შემდეგ კი, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას შექმნის. კომისიამ ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო პროექტზე მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით ქვეყნის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრები უნდა გამართოს.

აღსანიშნავია, რომ რეგლამენტის თანახმად, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი დეპუტატები უნდა შეადგენდნენ, თუმცა თუ აღნიშნული წესით კომისიის დაკომპლექტება შეუძლებელი იქნება, პარლამენტის წევრთა წარმომადგენლობითი თანაფარდობის დაცვა სავალდებულო არ არის.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილია მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი და ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კონსტიტუციის 30-ე მუხლი კორექტირდება, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში