ლევან ხაბეიშვილი „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე - ეს ერთი გუნდის ორი მხარეა - ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია

ეს ერთი გუნდის, ორი მხარეა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია. როდესაც დასჭირდებათ ამ ადამიანებს გამოიყენებენ, როდესაც არ სჭირდებათ შეუძლიათ, რომ მოისროლონ, გადააგდონ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში „ახლა ფიქრობენ, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ კანონის პარალელურად, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს“.

„ეს ერთი გუნდის, ორი მხარეა. შესაბამისად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მათი ხმები მათ სჭირდებათ. ამიტომ ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორიც მათ სურთ. რიგ შემთხვევაში, როდესაც დასჭირდებათ ამ ადამიანებს გამოიყენებენ, როდესაც არ სჭირდებათ შეუძლიათ, რომ მოისროლონ, გადააგდონ. ახლა ფიქრობენ, რომ პრორუსული ხმები მათთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს ამ კანონის პარალელურად, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, როგორც მათ სჭირდებათ ეს ერთი გუნდი, ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ხოლმე - ხან აჩვენებენ, რომ ვიღაც თითქოს დაიჩაგრა, თითქოს ვინმეს რამე სათამაშო წაართვეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორივე ერთი გუნდია, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს აზიანებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია