კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად თელავში, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი 9 აპრილის ღამეს გარდაცვლილთა ხსოვნას მიაგეს. ადგილობრივმა ბავშვთა სტუდია „სოლეიმ“ მსვლელობა - პერფორმანსი გაიმართა.

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. შევიკრიბეთ 9 აპრილის მემორიალთან და პატივს მივაგებთ გმირების ნათელ ხსოვნას. ეს ადამიანები ერთი, დიადი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, რასაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია.

9 აპრილს, სამწუხაროდ, უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია, ამ დღეს ჰყავს თავისი გმირები, რომლებმაც საკუთარი თავგანწირვის ფასად სამშობლოს თავისუფლება მოუტანეს.

მათი სახელები და გმირული თავგანწირვა თაობებს სამუდამოდ ემახსოვრება.

მჯერა, რომ 9 აპრილის შემოქმედებს სამაგალითო პატივს მიაგებს ისტორია და შთამომავლობა", - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა.

ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა.

„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილის ტრაგედიის დროს გმირულად დაღუპული ჩვენი მოქალაქეების ხსოვნას. 9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და სწორედ ამ ერთიანობით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. მადლობა ჩვენ გმირებს, მადლობა მათ ამ თავისუფლებისთვის”, -განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს