დავით კარგარეთელი - 9 აპრილი - დღე, რომელიც არის დიდი ტკივილისა და იმავდროულად გამარჯვების სიმბოლო, ნათელი მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარდაბანში, 9 აპრილის პარკში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„დღეს, ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც 35 წლის წინ თავი გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, 9 აპრილი - დღე, რომელიც არის დიდი ტკივილისა და იმავდროულად გამარჯვების სიმბოლო, ნათელი მაგალითი თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო" , - განაცხადა გარდაბნის მერმა, დავით კარგარეთელმა.

9 აპრილთან დაკავშირებით, გარდაბანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრიდან პარკამდე მოეწყო მსვლელობა, სადაც ტაძრის დეკანოზმა მამა ზურაბ ხაჩიძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის "ბეთანია" და ლევან დევდარიანის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა თემატური ღონისძიება.

1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილმა დაარბია, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს