დავით ოთიაშვილი - კვლევის მიხედვით, 16 წლის ასაკში, ალკოჰოლის დათრობამდე მიღების კუთხით, საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში

კვლევის მიხედვით, 16 წლის ასაკში, ალკოჰოლის დათრობამდე მიღების კუთხით, საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ექიმ-ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება ნარკომოხმარებას, არასრულწლოვნებში ნარკოტიკების მოხმარების კუთხით ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ალკოჰოლისგან განსხვავებით. 16 წლის ბავშვებში, მე-10 კლასელებში, მთელს ევროპაში, ერთდროულად გამოკითხვა ტარდება, საქართველო ბოლო ორი ტალღაა, ამ ევროპულ გამოკითხვას შეუერთდა. ბოლოს, 2019 წელს გაკეთდა ეს კვლევა, წელსაც აპირებენ. საქართველოს მთელი მასშტაბით, სკოლებში, მშობლების ნებართვით თამბაქოზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე, გემბლინგზე, ინტერნეტზე ჩავატარეთ გამოკითხვა. თუ ჩვენს შედეგებს ევროპის სხვა ქვეყნის შედეგებს, ან საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენ უმეტეს ნივთიერებებთან მიმართებაში, საშუალო ევროპულზე ქვემოთ ვართ, პრობლემა ალკოჰოლის მიღებაშია, განსაკუთრებით, დათრობამდე დალევაში მნიშვნელოვნად უფრო მაღლა ვართ, ვიდრე საშუალო ევროპული მაჩვენებლით. საუბარია, 16 წლის ბავშვებში, სხვა კვლევა არ ტარდება. არასრულწლოვნებში მხოლოდ ეს კვლევა ტარდება, სხვა მონაცემები არ გაქვს, ამიტომ გვიწევს, ამ შედეგებს დავეყრდნოთ. არასრულწლოვნებში კანაფის, „ექსტაზის“ თუ სხვა ნივთიერებების მოხმარების კუთხით, ევროპულ საშუალოზე ქვემოთ ვართ, საშუალოზე ზემოთ ვართ ალკოჰოლის მიღებაში, განსაკუთრებით, დათრობამდე დალევაში“, - აცხადებს ოთიაშვილი.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია