სებ-ის წარმომადგენლებმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სგს-ებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

ეროვნული ბანკის ზედამხედველობის მიმართულების ხელმძღვანელებმა, ირმა ბოკუჩავამ და ვახტანგ სიხარულიშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე გასული წლის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იმსჯელეს, როგორც სექტორის საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ასევე მათი გადაჭრის გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფინანსური ანგარიშგების მომზადების სტანდარტის გაუმჯობესებაზე, საოპერაციო რისკების შემცირებისა და კორპორატიული მართვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე. თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეგულაციები ეფექტიანია და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის, დაკრედიტების სტანდარტებისა და ფულის გათეთრების საკითხებზე მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში. „აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა არსებითად შეუწყო ხელი არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მისი რეპუტაცია. არასაბანკო საფინანსო სექტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რეგიონების ბიზნესისა და მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების კუთხით. მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა კი, სექტორს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. ვფიქრობ, ნაყოფიერი შეხვედრა იყო, გავითვალისწინებთ მათ თხოვნას სხვადასხვა საკითხებზე მსგავსი შეხვედრების შემდგომშიც გამართვის თაობაზე", - განაცხადა ირმა ბოკუჩავამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს