GITA-თან პარტნიორობით, თბილისში ფინტექ სიმპოზიუმი „Bulls“ გაიმართება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, 25 მაისს, თბილისში, ფინანსური ტექნოლოგიური სიმპოზიუმი “Bulls” პირველად გაიმართება.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მესამე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, “კრიპტო ბაზარი” ფინანსური ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ღონისძიებას აანონსებს.

„სიმპოზიუმის სტუმრები დაესწრებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ბაზრის პრაქტიკოსი სპიკერების გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. ღონისძიება დაფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა კრიპტოვალუტა, თანამედროვე ბიზნეს მოდელები, მარკეტინგი, მენეჯმენტი და ინვესტიციები. ღონისძიება გამორჩეული იქნება ეფექტური „ნეთვორქინგის“ შესაძლებლობითა და სხვადასხვა აქტივობით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ფინტექისა და კრიპტო „ქომიუნითის“ განვითარებასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას.

ღონისძიების გენერალური პარტნიორია ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია “Tether” და ქართული კრიპტო გადახდების კომპანია Citypay.io. ღონისძიებას უმასპინძლებს “რესპუბლიკა”.

ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და მათი შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://openmylink.in/TKT-GE

რაც შეეხება “კრიპტო ბაზარს”, 2021 წლიდან Crypto Bazari საქართველოში ქმნის ფინანსური განათლების ყველაზე მნიშვნელოვან გარემოს, რომლითაც ხელს უწყობს ადგილობრივი ბაზრის ფინანსურ განვითარებას, შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს, საერთაშორისო ინვესტიციებზე მოიპოვოს წვდომა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა გაზარდონ საკუთარი შესაძლებლობები. კომპანიის მთავარი ფოკუსი ფინანსური განათლებაა, ბაზრის ზრდასთან ერთად, კრიპტო ბაზრის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიპტო გადახდების, გადაცვლისა და ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. კრიპტო ბაზრის ღონისძიებები აერთიანებს ადამიანებს და ბრენდებს, რომლებიც საინტერესო კვალს ტოვებენ კრიპტო ვალუტების, ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების და ინოვაციების დარგში.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს