მიხეილ დაუშვილი - მთავარი ამოცანა არის, რომ მივაღწიოთ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცვის საკითხს

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საუბარი მთლიანობაში ეხებოდა ევროინტეგრაციას და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც საქართველოს მხრიდან არის შესასრულებელი ევროინტეგრაციისთვის.

დაუშვილის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ასევე იყო ოქტომბრის არჩევნები.

“ჩვენი შეხვედრა მთლიანობაში ეხებოდა ევროინტეგრაციას და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნის მხრიდან არის შესასრულებელი ევროინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა, მთავარი აქცენტი იყო ოქტომბრის არჩევნებზე და ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ოქტომბერში არჩევნებზე მოქალაქეების არჩევანის თავისუფლება იყოს გარანტირებული და არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს. ამაზე რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. საუბარი იყო, მათ შორის ე.წ. რუსულ კანონზე და სხვა საკითხებზე. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ დღეს მთავარი ამოცანა არის, რომ მივაღწიოთ არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების ხმების დაცვის საკითხს”, - განაცხადა დაუშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს