პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის მოსმენა იმართება, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს

პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, პირველად იმართება საკონკურსო კომისიის მოსმენა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს.

ცესკოს ფორმირების მიზნით კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა - ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი - აღნიშნულ ვაკანსიაზე პარლამენტში განაცხადა ოთხმა პირმა: ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.

მმართველი უმრავლესობის ინიციატივით საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტი აცხადებდა. უკვე მოქმედი კანონის გათვალისწინებით კი, კონკურსს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს სწორედ ის წარუდგენს.

გარდა ამისა, “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი 3-ეტაპიანი გახდა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.

კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი.

76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია