ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყის, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთის საგარეო მინისტრებს ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთის საგარეო მინისტრებს ტელეფონით ესაუბრა, - ინფორმაციას CNN-ი ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი თითოეულ კოლეგას ინდივიდუალურად ესაუბრა და ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ელჩის, ბრეტ მაკგურკის საუბარი კატარის, საუდის არაბეთის, ერაყისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის დროსაც ელჩმა მათ მოუწოდა, გაეგზავნათ მესიჯი ირანისთვის, ისრაელთან დაძაბულობა შეამციროს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქ კოლეგასთან, ჰაკან ფიდანთანაც ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს ღაზაში მიმდინარე ომი, ასევე სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდგომი რეაქციები და შედეგები.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები. მიიჩნევენ, რომ თავდასხმის უკან ისრაელი დგას, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია. „ბოროტი რეჟიმი უნდა დაისაჯოს და დაისჯება კიდეც“, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია