ზუგდიდში საკრებულოს სხდომა მეოთხედ ჩაიშალა

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო მეოთხედ ჩაიშალა.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიგა ფარულავას განცხადებით, სხდომას „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები არ ესწრებიან.

მისივე განცხადებით, ისინი საკრებულოს ფუნქციონირებას ბოიკოტს უცხადებენ.

„საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არარსებობის გამო მეოთხედ ჩაიშალა. მორიგ ჯერზე, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები საკრებულოს სხდომებს არ ესწრებიან. პირდაპირ ბოიკოტს უცხადებენ საკრებულოს და მის ფუნქციონირებას. რა თქმა უნდა, ეს მიზანმიმართულად ხდება. ეს არის მორიგი პოლიტიკური თაღლითური გარიგების ნიშანი, რომლის შედეგებსაც საბოლოოდ, ყველა ვნახავთ, როგორ მიაღწევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ამ წამოწყებულ შეთანხმების პროცესს“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ახალის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს და როგორც თავმჯდომარემ, მაია კალანდიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ღიად და აშკარად თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ზუგდიდის საკრებულოში შემოაქვთ განცხადება, რომ მათ სურთ გადააყენონ ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული თანამდებობის პირები და დაიკავონ ეს თანამდებობები. მათ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა არ ჰქონდეთ, ამას ვერ გაბედავდნენ, რადგან მათ საკმარისი ხმები არ აქვთ იმისთვის, რომ ეს თაღლითური სქემა განახორციელონ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ღიად და აშკარად თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“. როგორ გგონიათ აქ „ქართულ ოცნებას“ კომფორტს შეუქმნით, რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩაშალოს ჩვენი გზა ევროპისკენ, გადაგვიხერგოს რუსული კანონით და შემდეგ, აქ თავისუფლად შემოხვალთ. მინდა თქვენგან გავიგო, რა პასუხს აძლევთ თქვენს ამომრჩევლებს? რას ეუბნებით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ როგორ აპირებთ თანამშრომლობას?“, - განაცხადა მაია კალანდიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი