ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„მხარეებმა, მედიკამენტების მარგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სამუშაო ჯგუფი, პაციენტებისთვის, მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს. პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა, ის სიახლეც განიხილეს, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პროგრამული მედიკამენტების გაცემას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ცვლილება, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის მკურნალობაზე”, - აღნიშნულია ჯანდაცვის უწყების პრესრელიზში.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს