გიგა ბოკერია - სენსაცია იქნებოდა რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი გამოეტანა

სენსაცია იქნებოდა ამ რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, ამ მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი რომ გამოეტანა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერიამ, რომელიც თავად იყო მისული საქალაქო სასამართლოში აღნიშნა, რომ ეს განაჩენი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თუ რა ჩიხში ჰყავს შეყვანილი არსებულ ხელისუფლებას ქვეყანა.

„არ არის მოულოდნელი, სენსაცია იქნებოდა ამ რეჟიმის მიერ ასე სამარცხვინოდ წინასწარ შერჩეული მსხვერპლის შემთხვევაში, როგორიც ლაზარეა, ამ მორჩილ სასამართლოს რამე სხვა განაჩენი რომ გამოეტანა. ეს უბრალოდ შეგვახსენებს იმ ჩიხს, რომელშიც დღეს ამ რეჟიმს შეყვანილი ჰყავს ქვეყანა. ჩვენთვის, მთელი საზოგადოებისთვის ამ რეჟიმის დემოკრატიული შეცვლა და მერე იმ სისტემის შეცვლა, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას შეიძლება ასე მოემსახუროს, არის აუცილებელი პირობა, რომ თავისუფლების სამშვიდობოს გავიდეთ და ნორმალური ქვეყანა გავხდეთ“, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი, ბოკერიამ აღნიშნა, რომ მას ამ საკითხის პროგნოზირება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს შეწყალების კონსტიტუციური უფლება.

„თუ ასეთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გამოყენებული ეს კონსტიტუციური უფლება, აბა რისთვის არსებობს შეწყალების კონსტიტუციური უფლება, მე არ მესმის ნამდვილად“,- განაცხადა ბოკერიამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს