ნინო ბურჭულაძე - აბულმუგის აბანო საქართველოში ყველაზე მოვლილი ძეგლია

საყდრისის კომიტეტი “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, პარლამენტის განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს XVIII საუკუნის აბულმუგის სპარსული აბანო დაათვალიერებინა.

„ჩვენ აქტივისტები უკვე 10 წელია სამთო მოპოვების არეალში თუ მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად ვიბრძვით და აბულმუგის აბანო ამის ნათელი მაგალითია. ეს პატარა ძეგლი კომპანია „არემჯის“ საწარმოო ტერიტორიაზე საყდრისის საბადოს ერთ-ერთ უბანზე იდგა. მიუხედავად იმისა რომ 2018-2020წწ ჩვენი აქტიურობით ძეგლზე გამაგრებითი და გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. მისი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში სათუო იყო. ამის მიზეზი კი გეოლოგიური კვლევების თანახმად ის ბუნებრივი პროცესები აღმოჩნდა, რომელიც ძეგლის საძირკველში მიმდინარეობდა”, - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

„მოძრაობას კულტურული მემკვიდრეობისათვის“, ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი აქვს სხვადასხვა შემეცნებითი ახალგაზრდული ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 2021 წლის აგვისტოში გადარჩენის მიზნით უსაფრთხო ადგილას დაუშლელად იქნა გადატანილი, რაც მათივე ინფორმაციით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად რჩება.

„2020 წელს დავაყენეთ ინიციატივა გადარჩენის მიზნით ძეგლი უსაფრთხო ადგილას გადაგვეტანა. მეტიც ავთენტურობის შესანარჩუნებლად გადაგვეტანა დაუშლელად, რომლის გამოცდილებაც საქართველოში მანამდე არ არსებობდა. შესაბამისი ნებართვების შემდეგ გავრისკეთ და გაგვიმართლა. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ აბულმუგის აბანო საქართველოში ყველაზე მოვლილი ძეგლია. მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები და შემდგომ მისი გადატანა თავად კომპანია ”არემჯიმ“ დააფინანსა. ძეგლების პოპულარიზაციის მიზნით ასეთ შეხვედრებს ხშირად ვატარებთ. აბანო უკვე დაათვალიერეს თურქეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩებმაც. ჩვენი მიზანია, დმანისის ტურისტული მარშრუტები უფრო მრავალფეროვანი და ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს. ისეთი უნიკალური მემკვიდრეობის პატრონი როგორიც დმანისია დამთვალიერებლის ნაკლებობას არ უნდა განიცდიდეს”, - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში