რადოსლავ სიკორსკი - მოვუწოდებ სპიკერ მაიკ ჯონსონს: დააყენეთ უკრაინის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე - დაე, დემოკრატიამ გადაწყვიტოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, უკრაინის დახმარების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია და კიევი თავის დასაცავად დიდი ხანია აშშ-ის მხრიდან დახმარებას ითხოვს.

„ვხედავთ, რას იწვევს ამ დახმარების არ არსებობა. უკრაინის თბოელექტროსადგურები ერთმანეთის მიყოლებით ნადგურდება. მალე უკრაინის ქალაქები შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს და მე ველი, რომ ეს, შეიძლება, ლტოლვილთა დიდ ტალღას ნიშნავდეს“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების პროექტის დასამტკიცებლად კონგრესის მიერ გადაწყვეტილების მიღება, პრაქტიკულად, 2023 წლის აგვისტოდან ჭიანურდება.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპიკერ ჯონსონს: დაე, დემოკრატიამ გადაწყვიტოს ეს საკითხი, დააყენეთ უკრაინის დახმარების საკითხი კენჭისყრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეერთებული შტატების სანდოობა დაზიანდება“, - აღნიშნა მან სიკორსკიმ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს