„ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანი ედო ჯავახიძე - ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს მოჰყვება ადეკვატური რეაქცია ახალგაზრდებისგან

როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის დამგმობი ახალგაზრდების ციხეში გაშვებაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა, ედო ჯავახიძემ ლაზარე გრიგორიადისის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამას მოჰყვება ადეკვატური რეაქცია ახალგაზრდებისგან.

„ჩვენ არ დავუშვებთ ასეთი მაგალითების არსებობას, ჩვენ არ დავუშვებთ ამ ხელისუფლების ხელისუფლებაში დარჩენას. როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, მოსალოდნელია მისგან რუსული კანონებიც და ამ კანონის გამპროტესტებელი ახალგაზრდების ციხეშიც გაშვება,“ - განაცხადა ედო ჯავახიძემ.

ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია