საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ესპანეთის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს ესპანეთის დეპუტატთა პალატის ( კონგრესის) თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონიო ბერმუდეს დე კასტრო ფერნანდეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი განვითარების და გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზე.

ესპანეთის მხრიდან აღინიშნა, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.

განხილვის თემას წარმოადგენდა უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ესპანელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიაწოდა ინფორმაცია.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმყოფება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე და ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია