ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში და კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება - თუ რამე მტკიცებულება არსებობს, უნდა გასაჯაროვდეს

მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება, ასევე, მიუღებელია - თუ რამე მტკიცებულება არსებობს, ეს მტკიცებულება უნდა იყოს გასაჯაროებული, ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მტკიცებულება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამიტომ ეს საუბარი უნდა შეწყდეს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, რომ აშშ სანქცირებული მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ღარიბაშვილის თქმით, სასამართლო არის დამოუკიდებელი, მის საქმიანობაში ჩარევა კი დაუშვებელი და ანტიდემოკრატიულია.

„იცით, რომ ჯერ კიდევ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, მე საჯაროდ, ღიად გამოვუცხადე მხარდაჭერა ჩვენს მოსამართლეებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა, მცდელობა, ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში, კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება, ასევე, მიუღებელია, მით უმეტეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. მგონი, საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ თუ რამე მტკიცებულება არსებობს, ეს მტკიცებულება უნდა იყოს გასაჯაროებული, ან ამის თაობაზე უნდა არსებობდეს ინფორმაცია. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს და ჩვენ არ მიგვიღია არავითარი მტკიცებულება, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ამიტომ ეს საუბარი უნდა შეწყდეს, ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და ჩემი პოზიცია. სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლო საქმიანობაში ჩარევა კი არის დაუშვებელი, ანტიდემოკრატიული, ამიტომ მე ვისურვებდი ამ საკითხებზე ჩვენი დისკუსია შეწყდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს