სოფო ჯაფარიძე - ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირჩევთ ევროპას და დასავლეთს

დიახ, ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირჩევთ ევროპას და დასავლეთს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ექიმებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, განურჩევლად პროფესიისა თუ პოზიციისა ხმა ყველამ უნდა ამოიღოს და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ერთად უნდა დადგნენ.

„ქართველი ექიმები ქვეყნის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენი ხალხის და საქართველოს გვერდით. „რუსული კანონი“ ხელს უშლის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. დღეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ვირჩევთ ან დასავლეთს და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას და დამოუკიდებლობას, ან ვირჩევთ ჩრდილოეთს და ვირჩევთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას.

ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობა. ეს არის სრულიად ზეპარტიული რეალობა, სადაც განურჩევლად ჩვენი პროფესიისა თუ პოზიციისა ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად „რუსული კანონის“ წინააღმდეგ.

დიახ, ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ვირჩევთ ევროპას და დასავლეთს. კიდევ ერთხელ ვამბობთ - არა „რუსულ კანონს“,- აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია