ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტზე ვითარება რთულდება

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, ბოლო დღეებში, ვითარება რთულდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ასეთ ცხელ ომში ფრონტზე ვითარება ყოველთვის რთულია, მაგრამ ბოლო დღეებში - და განსაკუთრებით დონეცკის მიმართულებით - უფრო რთულდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების მიწოდება შეზღუდულია, რუსეთს კი ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის.

„რუსეთი იყენებს ყოველ დღეს, კვირასა და თვეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად. სამწუხაროდ, უკრაინას დახმარება კვლავ შეზღუდულია და რუსეთის სახელმწიფოს ჯერ კიდევ აქვს წვდომა კრიტიკულ კომპონენტებზე, რომლებიც საჭიროა რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უნდა აღიკვეთოს ტერორისტების უნარი, თანამონაწილეები ეძებონ მთელ მსოფლიოში და ასევე რუსული ტერორის ყველა ფორმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც იცავს პოზიციებს და ანადგურებს ოკუპანტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია