ბექა დავითულიანი - აქციის ძალიან ბევრ  მონაწილეს მედიის საფარქვეშ უნდოდა პარლამენტში შემოსვლა - ვინც რეალური ჟურნალისტია და ვერ შემოვიდა, ძალიან სამწუხაროა

აქციის ძალიან ბევრ მონაწილეს მედიის საფარქვეშ უნდოდა პარლამენტში შემოსვლა და ყველას რომ ვერ დააკმაყოფილებდნენ, ასე გადაწყდა - ვინც რეალური ჟურნალისტია და ვერ შემოვიდა, ძალიან სამწუხაროა. ქალბატონ ნათიასთან [ნათია ინაური, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი] ბოდიში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, ცენზურა სულაც არ არის ის ფაქტი, რომ დღეს პარლამენტის შენობაში ონლაინ მედიის, მათ შორის „ინტერპრესნიუსის“ აკრედიტებული ჟურნალისტები არ შეუშვეს.

„ცენზურა, რა თქმა უნდა, არ არის მედიის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თქვენც ბრძანდებოდით შიგნით, საკომიტეტო განხილვაზე და უამრავი მედიასაშუალება. თან პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთლიანი კომიტეტის სხდომა. უბრალოდ ძალიან ბევრმა, მათ შორის მედიის საფარქვეშ მყოფმა აქციის წარმომადგენლებმა მიდგომა შენობაში შემოსვლა და ალბათ, ამას უკავშირდება [გადაწყვეტილება]. დეტალურად საკითხს არ ვიცნობ.

მედიის ფუნქცია რა არის? რომ გააშუქოს სხდომა ხომ? ამისთვის არსებობს „ლაივ სტრიმი“, გადაიცემა პირდაპირ ეთერში. თქვენ და დაახლოებით 15 ჟურნალისტი იყავით იქ, შესაბამისად, არაფერი დახურული აქ არ არის. ვინც რეალური ჟურნალისტია და ვერ შემოვიდა ძალიან სამწუხაროა, ქალბატონ ნათიასთან ბოდიში, მაგრამ მოთხოვნა იყო ძალიან დიდი და ძალიან ბევრ აქციის მონაწილეს მედიის საფარქვეშ უნდოდა აქ შემოსვლა. ყველას რომ ვერ დააკმაყოფილებდნენ ასე გადაწყდა,“ - განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არც ერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, მათ შორის "ინტერპრესნიუსის" აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში