ბექა ლილუაშვილი - რაც პარლამენტში ხდება, არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან - იმის ნაცვლად, რომ მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, კომიტეტი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ

დღეს რაც საქართველოს პარლამენტში, კომიტეტზე ხდება, არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან - იმის ნაცვლად, რომ მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, კომიტეტი იმის საშუალებასაც არ გვაძლევს, რომ ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ყველა არგუმენტს მოუკლავს, მათ შორის ფსევდო არგუმენტს, რომელიც კომიტეტზე თითქოს, იყო გაჟღერებული.

„დღეს რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, რაც კომიტეტზე ხდება ეს არის ტყუილების კამპანია „ოცნების“ მხრიდან. ამავდროულად, როცა ესენი გამოდიან და არგუმენტად იშველიებენ, თითქოს, ევროკავშირში ასეთი კანონია ინიცირებული, საქართველოს ვერ შემდგარ პრემიერ-მინისტრთან ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელია მისული დემარშით და პირდაპირ ეუბნებიან, რომ დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებს კანონი არ შეესაბამება. იმის ნაცვლად, რომ აქ პარლამენტში მდინარაძემ არგუმენტებით ილაპარაკოს, იმის საშუალებასაც არ გვაძლევს კომიტეტი, რომ ჩვენი ინიცირებული ანტირუსული კანონი დავუპირისპიროთ და საზოგადოებას ვაჩვენოთ „რუსულ კანონთან“ ჩვენს მიერ ინიცირებული საკითხების კონტრასტი. ერთი ადამიანი, ერთი ორგანიზაცია, ევროპარლამენტის ერთი წევრი, ან ევროკომისიის ერთი წარმომადგენელი დაასახელოს მდინარაძემ, რომელიც თანამოაზრეა ამ ინიციატივის და ჩვენ ჩამოვთვლით არა ერთ რუს პროპაგანდისტს, რომელიც დაეთანხმება და ეთანხმება უკვე არა ერთი დღეა,“ -განაცხადა ლილუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია