The Washington Post-ი - აშშ-ის თხოვნამ, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არ განახორციელოს, ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია

აშშ-ის თხოვნამ, რომ უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები არ განახორციელოს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაღიზიანება გამოიწვია , - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა, სადაც მან უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს.

გამოცემა წერს, რომ კამალა ჰარისის მოწოდებამ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი თანაშემწეების გაღიზიანება გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტმა რეკომენდაციაზე უარი განაცხადა და კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები განაგრძო, თუმცა ამ თემაზე საუბარი მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდა და მარტში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კიევს ეწვია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის იერიშები გააკრიტიკა და ომის მიმდინარეობაზე მათი გავლენა ეჭვქვეშ დააყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება