ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი

სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი ბრენდის დადებითი რეპუტაციით, ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილებით, პროგრესისკენ მუდმივი სწრაფვითა და ნოვატორობით იქმნება.

„ალიანს ჯგუფი“, რომელიც ბაზარზე 2004 წლიდან ფუნქციონირებს - უკვე 20 წელზე მეტია, რაც ახალ საინვესტიციო სტანდარტებს მსოფლიოს უმსხვილეს სტუმარმასპინძლობის ბრენდებთან პარტნიორობით ამკვიდრებს.

აღსანიშნია, რომ კომპანიის მხოლოდ ოთხი პროექტის ჯამური კვადრატულობა, სამშენებლო-დეველოპერული სექტორისთვის ე.წ. საზეიმო ნიშნულს - მილიონ მ2-ს სცდება, რაც უდავოდ მეტყველებს კომპანიის მასშტაბურობაზე.

ალიანს ჰაილაინში წარმოდგენილი გლობალური სტუმარმასპინძლობის ბრენდები

სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრიათა სინთეზით - სრულყოფილი ბიზნეს-მოდელისა და საინვესტიციო პროდუქტის შექმნის მიზნით, “ალიანს ჯგუფი” ალიანს ჰაილაინის პროექტში მსოფლიოში უმსხვილეს, წამყვან ბრენდებს - Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality-ს დაუპარტნიორდა.

ალიანს ჰაილიანი “ალიანს ჯგუფის” დეველოპერული პორტფელის გამორჩეული და თბილისის მრავალფუნქციური ლენდმარკ კომპლექსია, რომელიც სამ მაღლივ თაუერს აერთიანებს და დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟულ ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს გასაყარზე მდებარეობს.

პროექტი თბილისის პირველი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც Wyndham-ის ყველაზე მაღალი სტატუსისა და კატეგორიის ბრენდულ რეზიდენციებს, Wyndham Grand Residence Tbilisi-ს კომპლექსის C თაუერში უმასპინძლებს.

Wyndham-მა, როგორც სტუმარმასპინძლობის ლიდერმა კომპანიამ გადაწყვიტა ფეხი შეედგა ასევე უძრავი ქონების სექტორშიც, რადგან სტუმარმასპინძლობა უძრავი ქონების გარეშე ხომ წარმოუდგენელია?!

ეს გადაწყვეტილება გაამყარა რამდენიმე საკითხზე დაყრდნობით: პირველი - ეს გახლავთ მომხმარებელთა ქცევის შესწავლა, მეორე ის, რომ უძრავი ქონება ყოველთვის ყველაზე უსაფრთხო ინვესტიცია გახლდათ და მესამე - ბაზრის ცვლილება, რომელიც ორიენტირებული იყო მომხმარებლების სურვილზე და მოთხოვნაზე, რომ ექირავებინათ ბინები გრძელვადიანად.” - ალიანს ჯგუფის კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე.

მაღალსტატუსური ბრენდული რეზიდენციების, ისევე როგორც ალიანს ჰაილაინის ეფექტურ მართვა-ოპერირებას Aimbridge Hospitality EMEA უზრუნველყოფს, რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მსოფლიოს უმსხვილესი მენეჯმენტ პორტფელის მფლობელია.

Aimbridge Hospitality EMEA-ს „ალიანს ჯგუფთან“ ერთწლიანი ურთიერთობა აკავშირებს:

წინა წელთან შედარებით, მათ დაახლოებით 35% ზრდა აჩვენეს, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ბრენდი ჩვენს შემდგომ პროექტებშიც განვიხილოთ.

ეს არის პროფესიონალიზმი და ექსპერტიზა, რომელსაც ის უზიარებს ჩვენს მენეჯმენტს ისევე, როგორც მთელს ბაზარს და მათი მონაწილეობა საქართველოში საკმაოდ მომგებიანი არის მთელი სექტორისთვის”, - ალიანს ჯგუფის კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე.

Wyndham Grand Residence Tbilisi- უნიკალური საინვესტიციო ბიზნეს-მოდელი

როგორც “ალიანს ჯგუფის” კომერციული დირექტორი თემო ბიწაძე აღნიშნავს, პროექტში ბრენდის არსებობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცაღა თუ საინვესტიციო ბიზნეს-მოდელი მომხმარებელზე მორგებული არ არის, ინვესტორისთვის მის არსებობას ფაქტობრივად მნიშვნელობა ეკარგება.

შესაბამისად, ტრადიციულად ინოვაციური და ინვესტორზე ორიენტირებული უძრავი ქონების წარსადგენად, მნიშვნელოვანი იყო სწორედ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მაღალსტატუსურთან ერთად მომგებიანიც იქნებოდა და მზარდ საერთაშორისო მოთხოვნასა თუ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.

ამ მიზნით “ალიანს ჯგუფმა” უნიკალური საინვესტიციო ბიზნეს-მოდელი შეიმუშავა:

ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ინვესტორი უძრავ ქონებას შეიძენს ჩვენს პროექტში, იგი არამხოლოდ თავისი აპარტამენტის გაქირავებიდან მიიღებს შემოსავალს, არამედ, მთელი ბიზნესის ოპერირებიდან. რაც მოიცავს, რესტორანს, ლობი ბარს, საკონფერენციო სივრცეებს, სპა ზონას და პარკინგსაც კი.

შესაბამისად, იგი ხდება სრულფასოვანი ინვესტორი ჩვენი პროექტის.” - ალიანს ჯგუფის კომერციული დირექტორი, თემო ბიწაძე.

დასკვნა

ბრენდულ რეზიდენციათა სწრაფი განვითარების ტემპი უპირობოა - მათი რაოდენობა, თუ Savills-ის კვლევას დავეყრდნობით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საშუალოდ 230%-ით გაიზარდა.

ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან ბრენდთა გლობალური კოლაბორაციით, ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებისა თუ ცოდნის გაზიარებით, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებითა და მასშტაბური ინფრასტრუქტურით “ალიანს ჯგუფმა”, Wyndham Hotels & Resorts-მა და Aimbridge Hospitality EMEA-მ საფუძველი ჩაუყარეს წარმატებულ, სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს.

საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიცირება და დედაქალაქის პირველ პრემიუმ სეგმენტის ბრენდულ რეზიდენციაში Wyndham Grand Residence Tbilisi-ში ინვესტირება თითოეულ გონიერ ინვესტორს ექსკლუზიურად ალიანს ჰაილაინში შეეძლება.

(R)

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა