ზურაბ ჯაფარიძე - მჯერა, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ამიტომ ვცხოვრობ აქ, ამიტომ არ ვუშვებ შვილებს არსად

მჯერა, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ამიტომ ვცხოვრობ აქ, ამიტომ არ ვუშვებ შვილებს არსად, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ახლა რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს, თუმცა მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე პროტესტის საერთო გეგმაზე ჩამოყალიბდებიან.

„გუშინ მნიშვნელოვანი აქცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ იურიდიულ კომიტეტზე [კანონპროექტისთვის] კენჭი არ ეყარათ. თავისთავად, ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ყველასთვის ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ ეჩვენებინათ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც არ დაუშვებს, ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადაყვანას. გუშინდელმა აქციამ ამ მიზანს მიაღწია. გვაქვს ინფორმაცია, რომ სესიაზე კანონპროექტის გამოტანას აპირებენ, როცა დეტალებს გავარკვევთ რაღაც გეგმაზე ჩამოვყალიბდებით. ჯერ-ჯერობით აქცია მიმდინარეობს და ახლა ეს არის ჩვენი გეგმა. მჯერა, რომ საბოლოოდ ეს ქვეყანა არ გარუსდება, ამიტომ ვცხოვრობ აქ, ამიტომ არ ვუშვებ შვილებს არსად. ერთ კვირაში მოვიგებთ, თუ ერთ თვეში დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები აქციას მეორე დღეა მართავენ. აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით გუშინ მხარი დაუჭირა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია