„არმიელებმა“ გორის „გორთან“ შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თბილისის „არმიას“ გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩში, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გორის „გორთან“ გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მატჩი ანგარიშით, 22-19 დამთავრდა.

„შემდეგ თამაშს, „არმია“ წყალტუბოს - „დინოზავრებთან“ 20 აპრილს, ქუთაისში გამართავს.

„არმიის“ თამაშს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები - მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე და სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს „არმიელებს“ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.

შეგახსენებთ, რაგბის კლუბი „არმია“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, მმართველობაში, 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო, კლუბის თანადამფუძნებელი გახდა, რაც, „არმიელებისთვის“ მოტივაციის ასამაღლებლად და მათ წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პირობაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია