ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული

საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრებს 2024 წლის 17 იანვარს ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ის ნაწილი გააცნო, სადაც, მისი თქმით, საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოსთხოვოს საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება.

მისი თქმით, ასეთი გამჭვირვალობა მოეთხოვება ყველას, მათ შორის, საქართველოსაც.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, დახურული სისტემა საქართველოში თანხების გაუმჭვირვალედ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

„ქვეყნისთვის ყოვლად დამაზიანებელი პოლიტიკური ძალების და მათი სატელიტების ინტერესში არის, რომ იძახონ „რუსული“ და არ გაითვალისწინონ რა ხდება რეალურად ევროპაში. ევროპელმა ხალხმა კარგად იცის, რომ მეტი გამჭვირვალობა არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს