ჯაბა სამუშიამ ებერტის ფონდთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან ია თიკანაძესთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ისტორიასთან დაკავშირებით ერთობლივი პროექტების მომზადებას, პროექტის „ახალგაზრდული მოძრაობები საქართველოში: 1920-იანი წლები“ ფარგლებში წიგნი-ალბომის გამოცემას.

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და ორგანიზებით არაერთი საინტერესო ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდა.

„მომზადდა საინტერესო გამოცემები, მათ შორის, სამეცნიერო მიმართულებით. ფრიდრიხ ებერტის ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი ფონდი საქართველოში, რომელმაც ამ მიმართულებით დაიწყო საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ მათთან კიდევ უფრო ვაღრმავებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება; ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება სტუდენტებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციების შესწავლისკენ.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ია თიკანაძის ინფორმაციით, ფონდსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2018 წელს დაიწყო თანამშრომლობა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ერთობლივად მომზადდა გამოცემები და თარგმანები. „თანდათან ვავსებთ ბიბლიოთეკას. გვახარებს ის ფაქტი, რომ თსუ ბიბლიოთეკაში გერმანელი ავტორის ბევრი ნამუშევარია, რომელიც ხაზს უსვამს - თუ რა როლი ითამაშა ამ ქვეყანამ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. დიდი სიამოვნებით განვაგრძობთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და იმედია, უფრო მასშტაბური იქნება ბიბლიოთეკის მხარდაჭერა“,- განაცხადა ია თიკანაძემ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერების სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების გერმანულ არქივებში მოძიება და გამოქვეყნება.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ