NAEC - 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან უმეტესობამ - 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგნად უპირატესობა ისტორიას მიანიჭა, ხოლო მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირებულთაგან უმეტესობამ - 21 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა არჩევით საგანთა შორის უპირატესობა ისტორიას მიანიჭა, ხოლო მათემატიკა 17 000-მდე აბიტურიენტმა აირჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების არჩევანი სხვა საგნების მიხედვით ასე გამოიყურება: გეოგრაფია აირჩია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ლიტერატურა აირჩია - 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა; სამოქალაქო განათლება აირჩია- 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ქიმია აირჩია - 2 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ფიზიკა აირჩია - 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ბიოლოგია აირჩია - 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა; ხელოვნება აირჩია - 270-ზე მეტმა აბიტურიენტმა.

ცნობისთვის, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს