საბა ბუაძე - ღალატის მომსწრენი ვართ - უნდა ვიყოთ ბევრნი, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს

უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის ქვეყნის მომავალი გადააყოლონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გატანას.

„ღალატის მომსწრენი ვართ ყველანი. მზად არიან ამ ღალატს გადააყოლონ პოლიციის ღირსება და ქვეყნის მომავალი. ესენი არიან სამარცხვინოები და ყველაფერზე წამსვლელები. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ რუსული სპეცოპერაცია ჩავარდეს“,- განაცხადა ბუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს