მამუკა მდინარაძე ოპოზიციას - იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე, თავი გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ქართულია, მერე რას შვებით? - ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით

ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავდნენ.

მამუკა მდინარაძის თქმით, აქციაზე გასვლის შემთხვევაში, 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება და ეს ესკალაციას გამოიწვევს.

„თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, არ ვიზამდი ამას, არ მოგმართავდით, რომ „ახლა წამოდი აქციაზე“, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. 10-20 პროვოკატორი ყოველთვის გამოჩნდება 1000-2000 ან 10 000 ადამიანში და შემდეგ რამხელა ესკალაციას გამოიწვევს. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. როგორ შეიძლება ეს ვუთხრათ ერთმანეთს.

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ეს მერე რას გამოიწვევს? კარგი, მე თავი რომ გადავდო და შევაკვდე იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში ჩემი რწმენით და არგუმენტებით, ქართულია, მერე რას შვებით? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხვალ, 17 აპრილს გაგრძელდება. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეისთვის დასრულებულია, თუმცა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს სრულად ვერ მოესწრო. ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომაზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს