ბადრი ჯაფარიძე - შს მინისტრს მოვუწოდებ, ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა - უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს

პირადად, შინაგან საქმეთა მინისტრს მოვუწოდებ, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა - უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერა კიდევ უფრო მეტ პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ შსს-ს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მისი პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ნაცემია.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფიზიკურად უსწორდებიან [აქციის მონაწილეებს]. ყველა პოლიციელი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებამოსილებას, უნდა დაისაჯოს კანონის სიმკაცრით. მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, რომ ჩაერიოს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი კუპრაძე და ყველა დაკავებული ახალგაზრდა. უდანაშაულო ადამიანებზე ძალადობა უნდა შეწყდეს",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია