მაია ბითაძე - ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემს ქვეყანას!

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ბითაძე აღნიშნავს, რომ „ინტრიგანი“ პოლიტიკოსები, მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული საქმეებით იწერენ ქულებს და ცდილობენ მოატყუონ ახალგაზრდები. მისივე თქმით, ეს პოლიტიკოსები რუსული საქმის მკეთებლები და ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელები არიან.

„საქართველო ევროპაა. საქართველო სამშობლოა. რუსეთი ოკუპანტია. უცხო ქვეყანა უცხო ქვეყანაა.

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემს ქვეყანას! ქართველმა „ინტრიგანმა“ პოლიტიკოსებმა კი, ვინც ჩვენი გაკეთებული საქმეებით ქულებს იწერენ ისევ მოატყუონ ჩვენი ახალგაზრდები! საბედნიეროდ ყველას ვერ მოატყუებთ, მართლა რუსული საქმის მკეთებლებო! ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლის მეტს რომ არაფერს აკეთებთ“, - წერს მაია ბითაძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს