ადვოკატი - მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს, რომლებსაც არ მიეცათ ადვოკატის აყვანისა და სწრაფი სამედიცინო დახმარების უფლება - ვაპირებთ, მოძალადეების წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შევიტანოთ

მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს. მათ არ მიეცათ ადვოკატის აყვანის უფლება, მათ არ მიეცათ სწრაფი სამედიცინო დახმარების უფლება. დღეს ჩვენ ვაპირებთ, პროკურატურაში შევიტანოთ განცხადება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ძალადობს ქართველ ხალხზე და თავისუფალ მომიტინგეებზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ, 16 აპრილის აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის უკანონობა და დანაშაული.

„გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით დაკავებულებს. არ მოგვცეს საშუალება, რომ ეს ადამიანები გვენახა. ზოგი ამ დრომდე იმყოფება საავადმყოფოში. მათ არ მიეცათ ადვოკატის აყვანის უფლება, მათ არ მიეცათ სწრაფი სამედიცინო დახმარების უფლება. ეს ყველაფერი ერთიანად უნდა შეფასდეს - ეს ყველაფერი არის უკანონობა, ეს ყველაფერი არის დანაშაული.

დღეს ჩვენ ვაპირებთ, პროკურატურაში შევიტანოთ განცხადება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ძალადობს ქართველ ხალხზე და თავისუფალ მომიტინგეებზე“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს