საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის - მშენებლობა, დოქტორანტი სოფიო გელაშვილი, პროფესორ ირაკლი ქვარაიას ხელმძღვანელობით, ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სოფიო გელაშვილის სადისერტაციო თემის მიზანს წარმოადგენს ცათამბჯენების მშენებლობის ტექნოლოგიების შესწავლას და სამშენებლო სამუშაოთა წარმოების ისეთი მეთოდის გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს შენობის სიმყარეს. ასევე, თემა მოიცავს კვლევას, არის თუ არა საქართველოში ცათამბჯენების მშენებლობის შესაძლებლობა.

სოფიო გელაშვილის თქმით, კვლევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის სწორი შეფასება და მისი გამოყენება, ხოლო, ნაშრომში გამოქვეყნებული ახალი ტექნოლოგია დაეხმარება მშენებლობის პროცესის ყველაზე ხელსაყრელი კონსტრუქციული და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შერჩევაში.

“თემა მოიცავს მაღლივი შენობების მშენებლობის განვითარების ეტაპებს, ასევე მოიცავს 1 კმ-ზე მაღალი შენობების შესამსუბუქებლად, მეცნიერებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებული მაღალდაძაბულ არამატურიანი რკინაბეტონის შექმნას. ასეთი ფოლადი დამდნარი ლითონის წნევის ქვეშ გაფრქვევით მიიღება და ბევრად მეტი სიმტკიცე გააჩნია. თემა მომავალ მშებნებლებს ხელს შეუწყობს უკეთ დაეუფლონ მაღლივი შენობებისა და ცათამბჯენების აგების ტექნოლოგიას, მაღლივი შენობების განვითარების ეტაპს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თემა მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენს ქვეყანაშიც არის და ვითარდება მაღლივი შენობების ტენდეციები, ხოლო მის ასაშენებლად აუცილებელია აგების ტექნოლოგიების დახვეწა და მზიდი კონსტრუქციების შემსუბუქება”, - აცხადებს დოქტორანტი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს