აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობას კვერცხები ესროლეს - მომიტინგეები სკანდირებენ: “რუსებო”, “მონებო”

მთავრობის ადმინისტრაციის შენობას მოქალაქეებმა, რომლებიც ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ, კვერცხები ესროლეს.

ისინი სკანდირებენ “საქართველო” , “რუსებო”, “მონებო”.

გარდა ამისა, წარმოდგენილი აქვთ საპროტესტო შინაარსის ბანერები.

ცოტა ხნის წინ კი, მათ აქციაზე “ქართული ოცნების” დროშებიც დაწვეს. აქციის მონაწილეები ძირითადად განლაგებულები არიან ინგოროყვას ქუჩაზე, შესაბამისად, ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

მთავრობის ადმინისტრაციის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს