აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ინფორმაცია თუ როგორ გაგრძელდება პროტესტი, გასაჯაროვდება

არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ, - ამის შესახებ აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ განაცხადეს.

როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველი გეგმის შესახებ, რომელიც სამომავლო პროტესტთან დაკავშირებით ექნებათ, ინფორმაციას გაასაჯაროებენ.

„აქ ჩვენ გვესმოდა, როგორ აბრალებდნენ საზოგადოებას, თურმე რადიკალების შეკრებაა. ვინმემ რამე ნახა დღეს რადიკალური? ეს მშვიდობიანი მსვლელობა იყო დიალოგის მოთხოვნით. პასუხად დუმილი და მშიშარა ადამიანები მივიღეთ. პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მზად იყო ყველასთან ესაუბრა. საუბარია, როდესაც კანცელარიიდან გარბიხარ, პარლამენტში ხალხს არ უსმენ, მიკროფონებს თიშავ?

დღეს ვაჩვენეთ ის, რომ საზოგადოება, რომელიც აქ იკრიბება მშვიდობიანია, საქართველოს ბედი აინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ან რომელიმე ორგანიზაციის პერსპექტივა. აქ შეკრებილები ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ძალიან მალე გახდეს.

ჩვენ ამ პრობლემის კონსტიტუციურად გადაწყვეტისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებთ. ეს გრძელი ბრძოლაა, მაგრამ არსებობს სამი რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ: არ უნდა დაგვეზაროს, არ უნდა შეგვეშინდეს და არ უნდა დავიღალოთ. დღეს ეს სამივე პირობა დაკმაყოფილებულია. ამისთვის დიდი მადლობა. მართლები ვართ და ამ სიმართლის ხმა მთავრობის ადმინისტრაციაშიც, პარლამენტშიც და ყველა ოფისშიც შეაღწევს. ყველა გეგმის შესახებ, რაც კი გვექნება, ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ